banner-cls
ჩვენ შესახებ

ჩვენ უკვე 20 წელია, რაც საქართველოში ვქმნით მაღალი ხარისხის ხის ავეჯსა და დეკორატიულ ელემენტებს. ჩვენი პროდუქცია აერთიანებს ხის, ლამინატისა და MDF-ის კარებებს, ინდივიდუალურად დამზადებულ ავეჯსა და უნიკალურ დიზაინერულ დეტალებს, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

ვთანამშრომლობთ როგორც კერძო დამკვეთებთან, ისე კომპანიებსა და სასტუმროებთან. ჩვენი ნამუშევრები წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდების პროექტებში, როგორებიცაა Strada, Radisson და სხვა.

წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, პროფესიონალი ხელოსნები და სრულად ქართული წარმოება თბილისში გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ პროდუქცია, რომელიც აერთიანებს დახვეწილ ესთეტიკას, გამძლეობასა და ნამდვილ ქართულ ოსტატობას.

სტუდიოვუდი — 100% ქართული ხარისხი და სანდოობა, რომელსაც უკვე ორი ათწლეულია ენდობიან.